კურსის აღწერა

ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა

კურსის მიზანი
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგეცემათ ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალება, მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.
რა მიზნები დავსახეთ თქვენთვის
ამ კურსის რაც მეტ მოდულს გაეცნობით, მით უფრო მეტ მასწავლებელთან მოგიწევთ თანამშრომლობა. განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
  • ვიკი (მინიენციკლოპედია) - თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების განხილვებზე
  • ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური
  • კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის
  • მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის
ჩვენი მიზანია, შეიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ.
შენიშვნა: ფაილი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები შეგიძლიათ იხილოთ რესურსების ჩანართის ჯგუფში სააზროვნო უნარ-ჩვევები.
კურსის მიმოხილვა
განვიხილოთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
  • საპროექტო იდეების გენერირება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
  • სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
  • შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
  • იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
  • საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
  • ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
  • ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
  • ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
  • სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
  • მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
  • სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
  • მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
  • შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
  • თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
  • შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
  • თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
  • შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
  • დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
  • მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
  • თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
  • კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
  • დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • განხორციელების სტრატეგიების განხილვა
  • დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
  • საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
  • შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
  • პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
  • ინტელის ძირითადი კურსის შეფასება


კურსის აღწერა დღეების მიხედვით

დღე 1. მოდული 1, პროექტებით სწავლება

აქტივობა 1: დასაწყისი;
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა;
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა.


დღე 2. მოდული 1, პროექტებით სწავლება

აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე;
აქტივობა 5: გამოცემის მომზადება;
აქტივობა 6: რეფლექსია;
წინასწარ დაგეგმვა: დაგეგმვის პროცესის დაწყება.

დღე 3. მოდული 2, სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინება;
აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.


დღე 4. მოდული 2, სასწავლო პროექტის დაგეგმვა.

აქტივობა 3: შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა;
აქტივობა 4: შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად;
აქტივობა 5: პრეზენტაციის მომზადება ჩემს სასწავლო პროექტზე;
აქტივობა 6: რეფლექსია;
წინასწარ დაგეგმვა.


დღე 5. მოდული 3, კავშირები და მოდული 4, მოსწავლის სასწავლო ნიმუშის შექმნა

მოდული 3 - კავშირები
დაწყვილდი და გაუზიარე: ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
პედაგოგიური პრაქტიკა: სტანდარტებით განსაზღვრული შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში;
აქტივობა 1: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა;
აქტივობა 2: ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება;
აქტივობა 3: ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის;
აქტივობა 4: ინტერნეტკავშირი მსოფლიოსთან;
აქტივობა 5: ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენება;
აქტივობა 6: რეფლექსია;
წინასწარი დაგეგმვა;
ბიბლიოგრაფია.

მოდული 4 - მოსწავლის სასწავლო ნიმუშის შექმნა

აქტივობა 1: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შეფასება;
აქტივობა 2: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა;
აქტივობა 3: მოსწავლის პერსპექტივიდან დანახული სასწავლო პროცესი;
აქტივობა 4: სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა;
აქტივობა 5: რეფლექსია;
წინასწარ დაგეგმვა.

დღე 6. მოდული 5, მოსწავლთა პროექტების შეფასება

დაფიქრდი და გაუზიარე: უკუკავშირის გამოყენება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად;
პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში;
აქტივობა 1: შეფასების სტრატეგიების განხილვა;
აქტივობა 2: მოსწავლეთა შეფასების ფორმების შედგენა;
აქტივობა 3: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის ხელმეორედ გადახედვა;
აქტივობა 4: რეფლექსია;
წინასწარ დაგეგმვა.


დღე 7. მოდული 6, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის

დაწყვილდი და გაუზიარე: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაზიარება და შეფასებები;
აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება;
აქტივობა 2: თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში;
პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინება;
აქტივობა 3: მასალების მომზადება მოსწავლეთა წარმატების ხელშეწყობის მიზნით;
აქტივობა 4: პროექტის გეგმის მიმოხილვა;
აქტივობა 5: რეფლექსია;
წინასწარ დაგეგმვა;
მეექვსე მოდულის შეჯამება.


დღე 8. მოდული 7, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით

კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის;
აქტივობა 1: ფასილიტაციის რესურსების შექმნა;
აქტივობა 2: წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება;
აქტივობა 3: რეფლექსია ჩემს სასწავლო პროექტზე სრულად;
წინასწარ დაგეგმვა;
მეშვიდე მოდულის შეჯამება.


დღე 9. მოდული 8, სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება

აქტივობა 1: პორტფოლიოს შექმნა;
აქტივობა 2: პორტფოლიოს წარმოდგენის დაგეგმვა;
აქტივობა 3: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება;
აქტივობა 4: კურსის შეფასება;
აქტივობა 5: კურსის დასკვნითი ნაწილი;
მერვე მოდულის შეჯამება.

No comments:

Post a Comment

„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“   პროექტები შესაძლებლობას იძლევა...