„ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია“
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მთავარი კითხვა
- როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
- როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
- როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
- ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
- პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
- პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
- პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
- პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
- რეფლექსია სწავლაზე
- ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.